ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში “ტორპედოს” 4 ფეხბურთელს უხმო

0

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა 23 და 25 იანვარს გასამართი ამხანაგური თამაშებისთვის ქუთაისის “ტორპედოს” 4 ფეხბურთელს უხმო. სლოვაკმა სპეციალისტმა იორდანიასთან და უზბეკეთთან მატჩებისთვის როინ კვასხვაძე, ბექა ტუღუში, ოლეგ მამასახლისი და გიორგი ქიმაძე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ კვასხვაძის გარდა, სამივე ფეხბურთელი პირველად არის მიწვეული ეროვნულ ნაკრებში.

მომზადებულია FCTORPEDO.GE-ს მიხედვით

Share.

About Author