“ტორპედო” თერთმეტმა ფეხბურთელმა დატოვა

0

როგორც ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური საიტი იუწყება, კლუბი 11-მა ფეხბურთელმა დატოვა. ქუთაისური კლუბი დატოვეს გუგა ფალავანდიშვილმა, იურგენ კოლინმა, ოთარ კვერნაძემ, მამუკა ქვილითაიამ, გიორგი ნერგაძემ, ალექსი ბენაშვილმა, ვანო წილოსანმა, ავთო ენდელაძემ, ზაურ გოგუაძემ,
ცოტნე მესხმა და  ვახტანგ კვარაცხელიამ.

ჯერჯერობით “ტორპედომ” მხოლოდ ბიძინა მახარობლიძის დამატება მოახერხა. 24 წლის შუახაზელი უკანასკნელი 3 სეზონი “ცხინვალის” ღირსებას იცავდა.”ცხინვალის” შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის 57 შეხვედრაში მახარობლიძემ 7 ბურთი გაიტანა.

Share.

About Author