გიორგი ქიმაძე : ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს თუ მივაღწევდით

0

ქუთაისის ”ტორპედოს” მცველმა გიორგი ქიმაძემ თასის ფინალი და ”ტორპედოს” განვლილი სეზონი შეაფასა:
” სიმართლე გითხრათ, ისეთი სტარტი გვქონდა , ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს თუ მივაღწევდით, თუმცა შევძელით თასის მოგება და გვაქვს შანსი ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდეთ. ეს ალბათ ამ სეზონის მაქსიმუმია. ვფიქრობ,რომ ფინალი კარგი და  სანახაობრივი გამოვიდა. ლამაზი გოლები გავიდა.  პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა,  მეორე ტაიმი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა, თუმცა თასი ”ტორპედომ” მოიგო.

ქიმაძემ საქართველოს თასზე ორი გოლის გატანა მოახერხა. მან მერვედფინალში ”ოდიშის” კარი დალაშქრა, ხოლო ნახევარფინალში თბილისის ”დინამოს” კარში შეძლო გოლის გატანა. გთავაზობთ ორივე გოლს.

Share.

About Author