გიორგი ნემსაძის პირველი ლელო ”ბრისტოლის” პირველ გუნდში +(ვიდეო)

0


ბორჯღალოსანმა გიორგი ნემსაძემ „ბრისტოლის“ პირველი გუნდის სასტარტოში პირველად ითამაშა და პირველ გუნდშიც ლელო მიითვალა. 32 წლის მორაგბე ინგლისურ გუნდში ზაფხულში გადავიდა და დუბლშემადგენლობების ჩემპიონატში სამი ლელო დადო. ბოლო სამი კვირაა ის პირველი გუნდის განაცხადში ხვდება და ჩელენჯ ქაფსა და პრემიერშიპში შეცვლაზე ორჯერ ითამაშა. გუშინ ღამით, ანგლო-უელსის თასზე ნემსაძეს  პირველად ანდეს ადგილი სასტარტოში და მანაც მწვრთნელებს იმედები გაუმართლა – ‘ვუსთერს’ მე-14 წუთზე ლელო დაუდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ქართველმა მეორეხაზელმა სრულად ითამაშა, თუმცა მისი გუნდი საბოლოოდ 25-31 დამარცხდა. გიორგი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.


ასევე იხილეთ : ოთარ გიორგაძის სადებიუტო მატჩი ტოპ 14-ში და ლელო ”გრენობლთან”

Share.

About Author