„NBA“ იწყება – ზაზა გასოლისა და ოლდრიჯის წინააღმდეგ ითამაშებს

0

დღეს ჩვენი დროით 03:30 წუთზე სტარტს აიღებს ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ლიგა. გახსნით შეხვედრაში გასული სეზონის გამარჯვებული, „კლივლენდ კავალიერსი“ „ნიუ-იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება. „კლივლენდმა“ ძირითადი ხუთეული შეინარჩუნა და ლიგის მოგებას ზედიზედ მეორედ გეგმავს. „ნიქსმა“ დერეკ როუზი დაიმატა და გასულ სეზონთან შედარებით საკმაოდ გაძლიერდა.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „პორტლენდი“ და „იუტა“ დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში „იუტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გავიდა და პლეიოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. სწორედ პლეოფში გასვლა იქნება მთავარი წელს. ლილარდისა და მაკკალუმის „პორტლენდისთვის“ წინა წელი შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გავიდა და პლეიოფის პირველ რაუნდში „ლოს-ანჯელეს კლიპერსიც“ დაამარცხა. მეორე ეტაპზე დასავლეთის კონფერენციის ჩემპიონს „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდნენ, მაგრამ დამარცხდნენ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება ოკლენდში, სადაც ადგილობრივი „გოლდენ სტეიტი“ ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდება. ექსპერტთა ვარაუდით, სწორედ ეს შეხვედრა უნდა იყოს დასავლეთ კონფერენციის ფინალი, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ზაზა ფაჩულიას დღეს პაუ გასოლისა და ლამარკუს ოლდრიჯის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. შეხვედრა ჩვენი დროით 06:30 წუთზე დაიწყება.

Share.

About Author