მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი – მძღოლი, რომელიც მიიმალა იპოვნეს

0

მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტო საგზაო შემთხევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.
გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.
იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად, ვაზუსტებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა მერსედესის მარკის ავტომობილი, მეკო შეეცადა აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვლა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშილის მეუღლე ანანო.
გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.
მესმის საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი რომელსაც მარტო ზრდის და უვლის, მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით.
გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგავარდ ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული.
წყარო

Share.

About Author