ბაიერნის სენსაციური მარცხი, უხვგოლიანი მატჩი სტამბულში და ლიგის სხვა ამბები

0

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. ‘’როსტოვმა’’ მიუნხენის ‘’ბაიერნს’’ უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.  ანგარიში ‘’ბაიერნმა’’ დუგლას კოშტას გოლით 35-ე წუთზე გახსნა, 9 წუთში რუსებმა სარდარ აზმოუნის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში რუსები დაწინაურდნენ, პოლოზმა ზუსტად შეასრულა ‘’ბაიერნის’’ კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი. 3 წუთში ბერნატმა გაათანაბრა, თუმცა რუსებმა ნობოას გოლით კიდევ ერთხელ მოახერხეს წინ გასვლა 67-ე წუთზე. დარჩენილ დროში ‘’ბაიერნმა’’ გოლის გატანა ვეღარ შეძლო,  ‘’როსტოვმა’’ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ისტორიული გამარჯვება გერმანულ გრანდთან მოიპოვა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ‘’ატლეტიკომ’’ ‘’პსვ’’ დაამარცხა 2:0. სიმეონეს შეგირდებმა გამეიროსა და გრიზმანის გოლებით დაამარცხეს მეტოქე.  ‘’ატლეტიკოს’’ 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს და   D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
A ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ‘’არსენალმა’’ ‘’პსჟ’’-ს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ედისონ კავანის მიერ მე-18 წუთზე გატანილ გოლს, ოლივიე ჟირუმ უპასუხა პირველი ტაიმის დამატებულ დროში გატანილი გოლით და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა ორი ავტოგოლი იხილეს. ჯერ მარკო ვერატიმ გაიტანა საკუთარ კარში, ხოლო შემდეგ აივობიმ ჩაჭრა ბურთი ლონდონელთა კარში. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა ‘’ლუდოგორეცსა’’ და ‘’ბაზელს’’ შორის ფრედ 0:0 დასრულდა.
უხვგოლიანი გამოდგა B ჯგუფის პირველი შეხვედრა,  ‘’ბეშიქთაშსა’’ და ‘’ბენფიკას’’ შორის გამართულ მატჩში ექვსი გოლი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ‘’ბენფიკამ’’ პირველი ტაიმი 0:3 მოიგო, ‘’ბეშიქთაში’’ არ დანებდა , ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოიპოვა. ტოსუნის, კუარეჟმასა და აბუბაკარის გოლებით ‘’ბეშიქთაშმა’’ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინაჩუნა.

იტალიურმა ‘’ნაპოლიმ’’ კიევის ‘’დინამოს’’ უმასპინძლა , მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ამ ჯგუფიდან გასვლის შანსს ბენფიკა, ნაპოლი და ბეშიქთაში ინარჩუნებენ. ბოლო ტურში ”ბეშიქთაში” კიევის ”დინამოს” ესტუმრება, ხოლო ”ბენფიკა” ”ნაპოლის” უმასპინძლებს.
ყველაფერი გაირკვა C ჯგუფში, სადაც მომდევნო ეტაპის საგზურები ‘’ბარსელონამ’’ და ‘’მანჩესტერ სიტიმ’’მოიპოვეს. ‘’ბარსელონამ’’ სტუმრად გლაზგოს ‘’სელტიკს’’ 0:2 მოუგო მესის დუბლით, ‘’გლადბახსა’’ და ‘’სიტის’’ შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები 6 და 7 დეკემბერს გაიმართება.

Share.

About Author