ახალწვეულები “დინამოში”

0

დინამო თბილისმა ოთხ ახალწვეულთან გააფორმა კონტრაქტი. ამიერიდან დედაქალაქური კლუბის ღირსებას დაიცავენ: 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი- ბაქარ ქარდავა. ქარდავა ბოლო სამი სეზონი ცხინვალის ღირსებას იცავდა, მანამდე კი გაგრასა და სასკოში გამოდიოდა. 22 წლის დამცველი- გია ჩადუნელი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ლანჩხუთის გურიაში გაატარა, მანამდე კი ფოთის კოლხეთში ასპარეზობდა. 23 წლის მცველი- საბა თავაძე. მას უკრაინულ ჰირნიკში, მეშახტეში, საპოვნელასა და შევარდენში აქვს ნათამაშები. გუნდს გორის დილადან 25 წლის მეკარე- გიორგი ბეგაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 2015/16 წლების სეზონი დინამოში გაატარა. “დინამომ” ფეხბურთელებთან 3 წლით გააფორმა ხელშეკრულება. კიდევ ერთმა აკადემიის აღზრდილმა, 17 წლის- გიორგი ჩაკვეტაძემ არსებული კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

გუნდთან არსებული კონტრაქტები დაუსრულდათ და დინამოს დაემშვიდობნენ- აკაკი ხუბუტია, ზაზა ჭელიძე და უჩა ლობჟანიძე. საფეხბურთო კარიერა დაასრულა გუნდის კიპერმა- გიორგი ლომაიამ.

FCDINAMO.GE

Share.

About Author