4 მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ამ შაბათ-კვირას

0

„იუნაიტედი“ – „არსენალი“  შაბათი 16:30

ჟოზეს შეგირდები „ოლდ ტრაფორდზე“ „მეთოფეებს“ მიიღებენ. მასპინძლებს შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ერიკ ბაილი დააკლდებათ. საეჭვოა ვალენსიას, სმოლინგისა და ფელაინის თამაშიც. „არსენალს“ ჰექტორ ბელერინი, სანტი კაზორლა, პერ მერტესაკერი და ლუკას პერესი დააკლდება.

ამ გუნდებს შორის „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში 7-ჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს. 2-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო „მეთოფეებმა“ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“   შაბათი 21:30

ტურის მეორე საინტერესო შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. ადგილობრივი „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ტომას ტუხელის გუნდს სვენ ბენდერი ვერ დაეხმარება. „რეკორდმაისტერს“ კი არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი დააკლდებათ.

„სიგნალ იდუნა პარკზე“ ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში მასპინძლებმა მხოლოდ 3-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. 3-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა ხოლო 4-ჯერ „ბაიერნმა“ იმარჯვა.

„ატლეტიკო“ – „რეალი“   შაბათი 23:45

შაბათ დღეს მადრიდული დერბი დააგვირგვინებს. „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. დიეგო სიმეონეს გუნდს ნიკო გაიტანი და აუგუსტო ფერნანდესი ვერ დაეხმარება. გაცილებით სერიოზულია „რეალის“ დანაკლისი. „სამეფო გუნდს“ ტონი კროოსი და პეპე დააკლდება. საეჭვოა, კასემიროსა და სერხიო რამოსის თამაშიც.

ბოლო 10 შეხვედრაში, რომელიც „ვისენტე კალდერონზე“ გაიმართა „ატლეტიკომ“ 3-ჯერ მოახერხა „რეალის“ დამარცხება. 3-ჯერ შეხვედრა ფრედ დასრულდა. 4-ჯერ კი „სამეფო გუნდმა“ იმარჯვა.

„მილანი“ – „ინტერი“  კვირა 23:45

საინტერესო ტურს „დერბი დელა მადონინა“ დახურავს. შეხვედრაში „მილანს“ რიკარდო მონტოლივო ვერ დაეხმარება. საეჭვოა, ანდრეა ბერტოლაჩისა და დავიდე კალაბრიას თამაშიც. „ნერაძურის“ ანდრეა რანოკია ვერ დაეხმარება. საეჭვოა, როდრიგო პალასიოს თამაში.

ამ გუნდებს შორის სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში „ინტერმა“ 5-ჯერ იმარჯვა. 2-ჯერ „მილანმა“ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 3-ჯერ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

Share.

About Author