ჩინური კლუბი მესის დაუჯერებელ ხელფასს სთავაზობს

0

ჩინეთის სუპერლიგის  საფეხბურთო კლუბი ,,ჰებეი”, რომელსაც  ,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თავკაცობს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის სარეკორდო ანაზღაურებას სთავაზობს.

Goal.com-ის ინფორმაციით, შეთანხმების შემთხვევაში ჩინელები ,,ბარსელონას” ლიდერს 5-წლიან  კონტრაქტს  გაუფორმებენ, რომლის თანახმადაც ლეო 500 მილიონ ევროს მიიღებს –  €100 მილიონი სეზონში,  €8.3 მილიონი თვეში, €1.93 კვირაში.

,,ჰებეიში” ეზეკიელ ლავეცი თამაშობს, რომელიც სეზონში 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჩინეთის სუპერლიგაში გადაბარგებასთან ახლოსაა  ლონდონის ,,ჩელსის”  ნახევარმცველი  ოსკარი – ბრაზილიელით ,,შანხაია” დაინტერესებული, იგივე მომავალს უწინასწარმეტყველებენ კარლოს ტევესსაც.

ჩინურ კლუბებში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი  თამაშობს,მათ შორის  ,,ტოტენჰემის” ყოფილი ნახევარმცველი პაულინიო, ჰალკი, ხავიერ მარტინესი, ჟერვინიო, კაკუტა, ჟო , რამირესი და  სხვანი.

Share.

About Author