ფეიქრიშვილი კბენისთვის 6 კვირით დასაჯეს

0

უელსური „კარდიფ ბლუზის“ ქარველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი 6 კვირის განმავლობაში დისკვალიფიცირებული იქნება, აღნიშნული გადაწყეტილება უელსის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.

29 წლის ბურჯი 18 ნოემბერს ანგლო-უელსურ თასზე „ოსპრიზის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათით გააძევეს. ფეიქრიშვილს მსაჯმა მეტოქის კბენაში დასდო ბრალი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ბურჯისთვის აღნიშნული შეხვედრა კარდიფელთა რიგებში მეორე იყო. მას თავის ახალ გუნდთან მოკლევადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ფეიქრიშვილს დისკვალიფიკაციის ვადა იანვრის მეორე ნახევარში ამოეწურება.

Share.

About Author