უაზროდ გადაყრილი მილიონები – ანუ ტრანსფერები, რომლებმაც არ გაამართლა

0

თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. შესაბამისად, ხშირად გუნდები ამა თუ იმ ფეხბურთელში მის რეალურ ფასზე გაცილებით მეტს იხდიან. გადის დრო, ფეხბურთელი მასზე გაცემულ ავანსს ვერ ამართლებს და გუნდიც ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა. მინდა გავიხსენო რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებშიც ფული „ უაზროდ გადაყარეს “.

დმიტრი ჩიგრინსკი

dimitryi chygrynskiy barcelona-ის სურათის შედეგი

კატალონიურ გრანდში მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის. უკრაინელი ცენტრალური მცველი „ბარსელონაში“ 2009 წელს დონეცკის „შახტარიდან“ 25 მილიონ ევროდ გადავიდა. ჩიგრინსკიმ „ბარსელონაში“ მხოლოდ 12 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, რაც საამაყო შედეგი ნამდვილად არ არის. დღეს მისი სატრანსფერო ფასი 1 მილიონ ევროს შეადგენს.

გაიზკა მენდიეტა

gaizka mendieta lazio-ის სურათის შედეგი

ვალენსიაში“ გატარებული ბრწყინვალე წლების შემდეგ, გაიზკამ ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში გადაწყვიტა. 2001 წელს ესპანელი ნახევარმცველი რომის „ლაციოში“ 49 მილიონ ევროდ გადავიდა. დამეთანხმებით, რომ მაშინდელ 49 მილიონსა და დღევანდელ 49 მილიონს შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. რომში ესპანელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მენდიეტამ „ლაციოს“ მაისური მხოლოდ 20-ჯერ მოირგო.

ანდრეი შევჩენკო

shevchenko-ის სურათის შედეგი

„მილანისა“ და ზოგადად საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა არასწორი გადაწყვეტილებით დაინგრია. ანდრეი „მილანიდან“ „ჩელსიში“ 2006 წელს 43 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი 3-წლიანი ლონდონური კარიერა წარუმატებელი გამოდგა. უკრაინელმა ფორვარდმა „არისტოკრატების“ რიგებში 48 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 9 გოლის გატანა შეძლო.

რობი კინი

liverpool robbie keane-ის სურათის შედეგი

„ლიდსიდან“ „ტოტენჰემში“ გადასულმა რობი კინმა „დეზების“ რიგებში ძალიან კარგი სეზონები ჩაატარა. 2008 წელს კი ირლანდიელ თავდამსხმელს ახალი გამოწვევები მოუნდა და „ლივერპულს“ 24 მილიონად შეუერთდა. „ლივერპულის“ რიგებში მან მხოლოდ 19 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ისევ ლონდონის „ტოტენჰემში“ დაბრუნდა

რიკარდო კვარეჟმა

quaresma inter-ის სურათის შედეგი

რიკარდო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. მისი კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო. შემდეგ იყო „ბარსელონა“ და „პორტო“. პორტუგალიურ გუნდში მან გრანდების ყურადღება მიიპყრო და 2008 წელს „ინტერში“ 24 მილიონად გადავიდა. მილანურ გუნდში პორტუგალიელმა მხოლოდ 24 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ენდი კეროლი

andy carrol liverpool-ის სურათის შედეგი

რა თქმა უნდა, ენდი კეროლი ამ სიაში უკონკურენტო იყო. „ნიუკასლში“ ჩატარებული საუცხოო სეზონის შემდეგ, ინგლისელი ფორვარდი „ლივერპულში“ 41 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც „სქაუზერების“ ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. მან „ლივერპულში“ მხოლოდ 44 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

ანდერსონი

anderson united-ის სურათის შედეგი

ბრაზილიელი ტალანტი, რომელიც „იუნაიტედში“ 2007 წელს „პორტოდან“ 31,5 მილიონად გადავიდა. ის „ეშმაკებში“ პოლ სკოულზის შემცვლელად მოიაზრებოდა, მაგრამ მისი ინგლისური კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. „იუნაიტედში“ მან 8 წელი გაატარა, მაგრამ მხოლოდ 105 შეხვედრა ჩაატარა და შემდგომ „ინტერნასიონალში“ ამოყო თავი.

ფერნანდო ტორესი

fernando torres chelsea-ის სურათის შედეგი

ატლეტიკოსა“ და „ლივერპულში“ ჩატარებული ძალიან კარგი წლების შემდეგ, ელ ნინიო ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. მის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ 58,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. „ჩელსის“ მაისურით ჩატარებულ 110 შეხვედრაში ტორესმა მხოლოდ 20 გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს გული დასწყვიტა.

ასიერ ილარამენდი

illaramendi real-ის სურათის შედეგი

მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო პოლიტიკა ხშირად სპეციალისტთა თუ უბრალო ფეხბურთის გულშემატკივართა განხილვის საგანია. „სამეფო გუნდს“ ხშირად „ადანაშაულებენ“ იმაში, რომ ისინი ძალიან დიდ ფულს სრულიად უაზროდ ხარჯავენ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ასიერ ილარამენდია. ესპანელი ნახევარმცველი „რეალში“ „სოსიედადიდან“ 32 მილიონ ევროდ გადავიდა. 25 წლის ნახევარმცველმა „რეალის“ მაისური 59-ჯერ მოირგო და შემდგომ ისევ უკან, „რეალ სოსიედადში“ დაბრუნდა.

რადამელ ფალკაო

falkao monaco-ის სურათის შედეგი

უნიჭიერესი კოლუმბიელი თავდამსხმელი, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოდან“ „მონაკოში“ 43 მილიონად გადავიდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ანაზღაურება იყო. რადამელმა ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი ფრანგულ გუნდში. ის ჯერ „იუნაიტედში“ წავიდა იჯარით, შემდეგ „ჩელსიში“, მაგრამ უშედეგოდ. მონაკოს რიგებში მან მხოლოდ 20 შეხვედრა ჩაატარა, რისთვისაც 43 მილიონი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თანხაა.

Share.

About Author