„პსჟ-მა“ 100 მილიონი ევრო გაამზადა

0

თუ ფრანგულ გამოცემა „ Foot Sur 7-ს “ დავუჯერებთ, „პსჟ“ მზადაა „ლივერპულს“ რობერტო ფირმინოსა და ფელიპე კოუტინიოში 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კოუტინიოს შეძენით „ბარსელონა“ და „რეალიც“ არიან დაინტერესებულები. გასულ ზაფხულს „პსჟ“ კოუტინიოს ყიდვას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

„პსჟ-ის“ მფლობელი, ნასერ ალ-ჰელაფი კოუტინიოს შეძენას მომდევნო ზაფხულს გეგმავს. ის ფიქრობს, რომ ფელიპეს დამატება გაცილებით მარტივი გახდება, თუ ზამთარში „პსჟ“ რობერტო ფირმინოს გადმოიბირებს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ლივერპულში“ 2013 წელს მილანის „ინტერიდან“ გადავიდა, ხოლო ფირმინო 2015 წელს „ჰოფენჰაიმიდან“.

Share.

About Author