მამუკაშვილის წყვილი ლელო „ტულონთან“(+ვიდეო)

0

გუშინ ტოპ 14-ის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. „ქართული გუნდების“ ჯახი შედგა მონპელიეში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „ტულონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 33-29 იმარჯვა. „მონპელიეს“ ქართველმა ჰუკერმა, შალვა მამუკაშვილმა, ორი ლელოს დადება მოახერხა. მან თავი  37-ე და 54-ე წუთებზე გამოიჩინა.

ქართველთაგან მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს შალვა მამუკაშვილმა და კონსტანტინე მიქაუტაძემ, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. „ტულონის“ სასტარტოში მხოლოდ ლევან ჩილაჩავამ ითამაშა, ბადრი ალხაზაშვილი 75-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე, ხოლო მამუკა გორგოძე განაცხადს მიღმა იყო.

მამუკაშვილის პირველი ლელო

მამუკაშვილის მეორე ლელო

Share.

About Author