,,კაცის” ტრიუმფი

0

– დადგა ის ნანატრი დღეც, როდესაც მთელი საქართველო ელოდება წლის დაუღალავი შრომისა და ოფლის ნაყოფს. დიახ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დღეს საქართველოში “დიდი ჭიდაობაა” – დღეს უნდა გაირკვეს საქართველოს ტრადიციული(თუნდაც ეროვნული) ქართული ჭიდაობის ფალავნის ვინაობა, ამ ტიტულს კი ეცილება ასამდე ფალავანი ოთხ წონით კატეგორიაში. რომლის შემდეგ პრიზიორთა შორის გათამაშდება 2016 წლის აბსოლუტური ფალავნის წოდება ქართულ ჭიდაობაში…

– დაიწყო და ზურნა-დუდუკის თანხლებით წავუყევით ფერად მდინარეს… იყო დამარცხებებით გამოწვეული ტკივილი… იყო ყიჟინა და მხურვალე ოვაციები. გამოვლინდა ჩემპიონთა და პრიზიორთა ვინაობა 80-90-100 – +100 კგ-მდე(მძიმე) წონით კატეგორიაში. მაგრამ მთავარი ახლა იწყება, გამარჯვებულთა და პრიზიორთა შორის უნდა გათამაშდეს აბსოლუტური ანუ საქართველოს 2016 წლის ფალავნის ტიტული ქართულ ჭიდაობაში.

…წავიდა და რა წავიდა…”დაჭმა” წავიდა ჭიდაობის ენაზე რომ ვთქვათ. ეს იყო თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ბრძოლისა და კბილების ღჭიალის, ძალისა და ტექნიკის უბადლო დომნოსტრირება რომელიც ათასობით მაყურებლის აღტაცებასა და ოვაციას იმსახურებდა. იყვნენ ფავორიტებიც, ახალბედებიც, იყვნენ ვეტერანნი, გამოცდილნი და სრულიად გამოუცდელნიც მაგრამ ბრძოლისა და ქართული გენით გაჟღენთილნი და კელაპტარივით ანთებულნი…
– მაგრამ რასაც ახლა გიამბობთ და რისთვისაც ამხელა მონოლოგი წავიკითხე სრულიად დაუჯერებელი და თითქმის სასწაულია… ნუ დაგავიწყდებათ ეს საქართველოა მისი გენი კი არ გადაშენდება, ქართული სისხლი დაუშრეტელია ოდითქანვე და მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი. რომელმაც ქართველი ერი დღემდე შემოგვინახა და აქამდე მოგვიყვანა თავისი საბრძოლო ხელოვნებითა და ტრადიციებით. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ის რაც ოთხმოც კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამარჯვებულმა გიორგი კაციაშვილმა გააკეთა სრულიად დაუჯერებელია.

ეს იყო…და რაც იყო ათიათასობით მაყურებელმა და გულშემატკივარმა განსაჯოს მე კი ვიტყოდი მის მიერ ჩატარებული “მასტერკლასი”… დიდ ხანს გვემახსოვრება ჩვენ და არამარტო… მართალია ონისე ბუღაძე დიდი ფალავანია(მე გულწრფელად ვამბობ)… არც ლაშა ტაველურია ჯაბანი, უშანგი კოკაურზე და პაატა ღვინიაშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ ის რაც “კაციმ”-(ასე მიმართავენ კაციაშვილს) გააკეთა დაუჯერებელი.

…ის მთელი საქართველოს მომავალია კარგად დაიმახსოვრეთ მისი სახელი იგი ხომ გიორგი სააკაძის მიწაზე გაიზარდა და დავაჟკაცდა … – “აფერუმ” მის კაცობას… მან ყველა უმაღლეს ტიტულთან ერთად ლეგენდად ქცეულ დურმიშხან ბერუაშვილის სახელობის პრიზი “საუკეთესო ტექნიკისათვის”(მე ვუწოდებდი ფილიგრანულს) დაიმსახურა და ლეგენდარულ ქართველ ფალავანთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მან განაქარწყლა ბრძნული ქართული ანდაზა: – “ძალა აღმართს ხნავსო”“!… თურმე მარტო ძალა არ ყოფილა საჭირო… და დადგება ის დრო როდესაც ,,კაცისნაირი” ,,პირტიტველა” ბიჭები რუსულ ანდაზასაც: – “против лома нет приома” -ს განაქარწყლებენ! მადლობა გელა ბერუაშვილს ამ სანახაობისათვის რომელიც საახალწლოდ მიუძღვნა ქართველ ერს.
პატივისცემით გიორგი მრევლიშვილი.
17 დეკემბერი, 2016 წელი.

Share.

About Author