„ინტერმა“ 65 მილიონი გაამზადა

0

მილანის „ინტერი“ მზადაა იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატიში 65 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო გამოცემა „Gazzetta dello Sport“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 წლის იტალიელის ამჟამინდელი მფლობელი ფრანგული „პსჟ“ მზადაა „ინტერთან“ მოლაპარაკებები აწარმოოს თუ მომავალ ტრანსფერში მილანელთა ფეხბურთელები ჯეფრი კონდოგბია და მარსელო ბროზოვიჩიც იქნებიან ჩართულები. აღსანიშნავია, რომ ვერატის შეძენით თითქმის ყველა ევროპული გრანდია დაინტერესებული.

მარკო ვერატი პარიზულ გუნდში მეხუთე სეზონს ატარებს, მან წელს საფრანგეთის ლიგა 1-ში 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

Share.

About Author