ზაზა ფაჩულია საკრამენტოსთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0

NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა ზაზა ფაჩულიას ”გოლდენ სტეიტმა” , ქართველი კალათბურთელის გუნდი ”საკრამენტოს” შეხვდა და მეტოქე 106:117 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 22 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 10 ქულას, 7 მოხსნას, 3 პასსა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. ფაჩულიამ აშკარად დაჯაბნა მეტოქე გუნდის ცენტრი დემარკუს კაზენსი, რომელსაც სამჯერ წაართვა ბურთი. ბრწყინვალე თამაში ზაზას დაუფასდა და  მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.




გთავაზობთ ზაზას მომენტებს საკრამენტოსთან

კარისა და ზაზას კომბინაცია და კაპიტნის მარტივი 2-ქულა

ზაზას მოხსნა შეტევაში და ასისტი კევინ დურანტს

ზაზამ ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა

დურანტის პასი და ზაზას 2-ქულიანი

ზაზას კარგი თამაში ფარქვეშ და 2 ქულა

ზაზას პასი და კლეის 3-ქულიანი

ზაზა ფაჩულიას შესანიშნავი გადაცემა კარის

ზაზა ლამაზი ორქულიანი

Share.

About Author