გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დანკი მადრიდის ”რეალთან”

0

ესპანეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის მე-16 ტურში გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ”ანდორა” მადრიდის ”რეალს” ესტუმრა და 4 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო 79:79 დასრულდა, დამატებით დრო ”რეალმა” 17:13 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრა 96:92 დასრულდა. ბრწყინვალედ ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. შერმადინმა 8-დან 7 ორქულიანი გამოიყენა და 9-დან 7 საჯარიმო. გარდა 21 ქულისა, შერმადინმა 15 მოხსნაც დააგროვა. რაც შეეხება ანდორელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძემ 6 ქულა, 2 მოხსნა დ 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მადრიდელთაგან საუკეთესო სერხიო ლული იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. 17 გუნდიან ჩემპიონატში ”ანდორა” მერვე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას ”რეალ ბეტისთან” გამართავს, რომელსაც ბოლო სამი შეხვედრა მოგებული აქვს.
გიორგი შერმადინის ბრწყინვალე დანკი მადრიდის ”რეალთან”

გიორგი შერმადინის ლამაზი ორქულიანი მადრიდის ”რეალთან”

Share.

About Author