ბრძოლა პირველობისთვის – ისტორიული ფინალი

0

დღეს 22:00 საათზე ენდი მარი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა შესაძლოა ისტორიული გამოდგეს ენდი მარისთვის და მან პირველად კარიერის განმავლობაში წელი პირველ ნომრად დაამთავროს. 2 კვირის წინ ენდი გახდა პირველი ბრიტანელი, რომელმაც „ATP-ს“ რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა.

ფინალის ორივე მონაწილემ ჯგუფური ეტაპი მარტივად გადალახა. ნოლემ ჯგუფში დომენიკ ტიემი, მილოშ რაონიჩი და დავიდ გოფინი დაამარცხა. ენდიმ კი სტან ვავრინკას, მარინ ჩილიჩსა და კეი ნიშიკორის სძლია.

ნახევარფინალში მარი მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 7-5 6-7 6-7 დაამარცხა კანადელი. მარისგან განსხვავებით, ნახევარფინალური დაპირისპირება ადვილად მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა კეი ნიშიკორი 6-1 6-1 დაამარცხა.

Share.

About Author