ბექა ღვინიაშვილი გროზნოს ტურნირზე საუკეთესო იყო

0

ძიუდოში საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ქართული კლუბი ”საგარეჯო სუპერსტარსი” გახდა. ქართულმა კლუბმა რუსული ”იავარა ნევა” ფინალში 3:2 დაამარცხა. ტურნირის ორგანიზატორებმა ”საგარეჯო სუპერსტარსის”  ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ტურნირზე საუკეთესო ძიუდოს ჩვენებისთვის დააჯილდოვეს. ბექამ ფინალშიც  ბრწყინვალედ იასპარეზა, საკუთარი შეხვედრა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა ლევან მატიაშვილმა მოიგო და ”საგარეჯო სუპერსტარსს” გამარჯვება მოუტანა.

ლევან მატიაშვილის ბრწყინვალე იპონი, რომლითაც ოქროს ლიგა მოიგო საგარეჯომ

Share.

About Author