“ბარსას” ნახევარმცველი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან ახლოსაა

0

ესპანური გამოცემების ინფრომაციით, კატალონიის “ბარსელონას” სულ მალე ივან რაკიტიჩი დატოვებს. “სიტის” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

იხილეთ ასევე: პიკე ლა ლიგის პრეზიდენტს მსაჯის შეცდომაზე მიუთითებს ● “ხომ დაინახე? შენ დიახ შენ”

როგორც ჩანს, ლუის ენრიკე ხორვატს აღარ ენდობა. 28 წლის ფეხბურთელი, “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში ადგილს კარგავს. 3 დეკემბერს გამართული “ელ კლასიკოს” შემდეგ, რაკიტიჩმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებული 3 მატჩი გამოტოვა.

ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩი რაკიტიჩმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.

Share.

About Author